როჟერ სალერნოელი

(გადამისამართდა გვერდიდან როჯერ ანტიოქელი)

როჟერ სალერნოელი (იტალ. Ruggero del Principato; ფრანგ. Roger de Salerne), ასევე ცნობილია, როგორც როჟერ ანტიოქელი[1] ან როჟერ დე პრინციპატო (გ. 28 ივნისი, 1119)— ანტიოქიის რეგენტი 1112-1119 წლებში. იგი იყო რიჩარდ სალერნოელის ვაჟი. ტანკრედ გალილეელი იყო მისი ახლო ნათესავი და ისინი ორივენი მეთაურობდნენ პირველი ჯვაროსნულ ლაშქრობას. როჟერი ანტიოქიის რეგენტი ტანკრედის გარდაცვალების შემდეგ გახდა, როდესაც კანონიერი მემკვიდრე ბოემონდ II ჯერ ბავშვი იყო.[2] ტანკრედის მსგავსად როჟერიც მუდმივ ომებში იყო მუსლიმ მეზობლებთან, როგორიც იყო ალეპო. 1114 წლის მიწისძვრამ გაანადგურა სამთავროში არსებული ბევრი საფორტიფიკაციო ნაგებობა, მაგრამ როჟერმა ისინი ძირეულად აღადგინა, განსაკუთრებით კი საზღვრებთან.[3]

როჟერ სალერნოელი
იტალ. Ruggero del Principato
ანტიოქიის რეგენტი
მმართ. დასაწყისი: 12 დეკემბერი, 1112
მმართ. დასასრული: 28 ივნისი, 1119
წინამორბედი: ტანკრედ გალილეელი
მემკვიდრე: ბოემონდ II
მონარქი: ბოემონდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: XI საუკუნე
დაბ. ადგილი: იტალია
გარდ. თარიღი: 28 ივნისი, 1119
მეუღლე: ჰოდერნა დე რეთელი
მამა: რიჩარდ სალერნოელი
დედა: ალტრუდა
რელიგია: კათოლიციზმი

როჟერმა ბურსუქ ბინ ბურსუქი დაამარცხა სარმინის ბრძოლაში 1115 წელს. 1118 წელს ჟოსლინ I და როჟერი ალეპოსთვის დიდ საფრთხედ იქცნენ, ამიტომაც ქალაქმა კავშირი დაამყარა ართუქიდებთან.[4] 1119 წელს ილ-ღაზი შეიჭრა ანტიოქიის სამთავროში. პატრიარქის რჩევით როჟერი არ დაელოდა იერუსალიმიდან და ტრიპოლიდან მომავალ დამხმარე ჯარებს.[5] იგი შეებრძოლა მუსლიმებს სარმადის ბრძოლაში და დამარცხდა. ამ ბრძოლაში დაიღუპა არმიის უდიდესი ნაწილი და თვითონ როჟერიც. ილ-ღაზის არმიამ დაიწყო სამთავროს აწიოკება და ძარცვა. ანტიოქიის რეგენტი ბალდუინ II გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Виймар П. Крестовые походы / Пер. с фр. Д. А. Журавлевой. — СПб.: АСТ; Евразия, 2006. — 384 с. — (Историческая библиотека). — 5000 экз. — ISBN 5-8071-0192-8.
  1. სამუშია ჯ., დავით აღმაშენებელი, გვ. 32, თბ. 2015, ISBN 978-9941-21-755-5
  2. Steven Runciman, A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East, 1100–1187 (Cambridge: University Press, 1952), p. 125
  3. Runciman, Kingdom of Jerusalem, p. 130
  4. Runciman, Kingdom of Jerusalem, p. 147
  5. Runciman, Kingdom of Jerusalem, p. 148