როტანგილიანები პალმების ოჯახისა, მეტწილად კალამუსის (Calamus) გვარის სახეობები. აქვთ ფრთისებრი ფოთლები, წვრილი და ძალზე გრძელი ღეროები (150-180 მ, ზოგჯერ 300 მ-მდე).

იზრდებიან ტენიან ტროპიკულ ტყეებში და ხიდან ხეზე ცოცავენ სახეცვლილი ფოთლებით ან ზოგჯერ ყვავილებით. ნაყოფი დიდი და კვერცხისებრია, ბევრი სახეობისა — იჭმება. 350-ზე მეტი სახეობა ხარობს ტროპიკულ აზიაში; მხოლოდ რამდენიმეა აფრიკისა და ავსტრალიიის ტროპიკებში.

ფართოდ არის ცნობილი როტანგის პალმა (Calamus rotang), რომლის ელასტიკურ და მაგარ ღეროებს იყენებენ მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, წნავენ კალათებს, თევსაჭერ ბადეებს და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება