როსტომ-ფაშა
(გადამისამართდა გვერდიდან როსტომ ფაშა)
როსტომი (ჯაყელი) ( გ. 1658), ახალციხის ფაშა (1647-1658). მისი დროიდან იწყება მესხეთის ფეოდალთა მასობრივი გამაჰმადიანება. ვინც მაჰმადიანობას არ იღებდა, მესხეთიდან იყრებოდა და საქართველოს სხვა კუთხეს აფარებდა თავს. უქმდებოდა ქართული ეკლესია-მონასტრები, ეცემოდა მხარის შემოქმედებითი და კულტურული ცხოვრების დონე. როსტომი ხელს უწყობდა ქართულ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის თურქულით შეცვლას, დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის მტრობის გაღვივებას.
როსტომ-ფაშა | |
---|---|
ახალციხის ფაშა | |
მმართ. დასაწყისი: | 1647 |
მმართ. დასასრული: | 1658 |
წინამორბედი: | იუსუფ I |
მემკვიდრე: | ასლან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1658 |
შვილები: | ასლან I |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | იუსუფ I |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომსაძე შ., ქსე, ტ. 8, გვ. 449, თბ., 1984