როსტომ-ფაშა

(გადამისამართდა გვერდიდან როსტომი (ჯაყელი))

როსტომი (ჯაყელი) ( გ. 1658), ახალციხის ფაშა (1647-1658). მისი დროიდან იწყება მესხეთის ფეოდალთა მასობრივი გამაჰმადიანება. ვინც მაჰმადიანობას არ იღებდა, მესხეთიდან იყრებოდა და საქართველოს სხვა კუთხეს აფარებდა თავს. უქმდებოდა ქართული ეკლესია-მონასტრები, ეცემოდა მხარის შემოქმედებითი და კულტურული ცხოვრების დონე. როსტომი ხელს უწყობდა ქართულ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის თურქულით შეცვლას, დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის მტრობის გაღვივებას.

როსტომ-ფაშა
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1647
მმართ. დასასრული: 1658
წინამორბედი: იუსუფ I
მემკვიდრე: ასლან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1658
შვილები: ასლან I
დინასტია: ჯაყელები
მამა: იუსუფ I

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლომსაძე შ., ქსე, ტ. 8, გვ. 449, თბ., 1984