როსტომიანის ქართული ხელნაწერი S-1580 შესრულებულია XVII საუკუნეში. დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში. შინაარსობრივად წარმოადგენს "შაჰ-ნამეს" (მეფეთა წიგნის) ნაწილს ქართულ ენაზე.

ერთ-ერთი გვერდი ხელნაწერიდან

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 487 ფურცელს, რომელთა ზომებია 39,5X25,5 სანტიმეტრი. ზოგიერთი ქაღალდი ჭვირნიშნიანია. ნაწერია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით; სათაურები და აბზაცების დასაწყისები შესრულებულია სინგურით. აქვს თავკაზმულობა. ხელნაწერის მეორე ნაწილი შეიცავს მინიატიურებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 108