როპშა
როპშა (რუს. Ропша) — დაბა რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, როპშის სასოფლო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე სტრელკას ნაპირას, ფინეთის ყურის სანაპიროებიდან სამხრეთით 20 კილომეტრში, ხოლო სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ-დასავლეთით 49 კილომეტრში.
დაბა | |
---|---|
როპშა Ропша | |
ქვეყანა | რუსეთი |
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი |
მუნიციპალიტეტი | ლომონოსოვის რაიონი |
კოორდინატები | 59°44′02″ ჩ. გ. 29°52′18″ ა. გ. / 59.7340972° ჩ. გ. 29.8717472° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1478 |
მოსახლეობა | 759 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +7 81376 |
საფოსტო ინდექსი | 188457, 188514 |
საავტომობილო კოდი | 47 |
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე როპშას ადგილას პირველი დასახლებები ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში (დაახ. 5-6 ათასი წლის წინ) არსებობდა. ეს ტერიტორია დასახლებული იყო ბალტიისპირელ-ფინური წარმოშობის ხალხით: ჩუდები, ვოდები და იჟორები. VIII—IX საუკუნიდან ამ ტერიტორიებზე დასახლდნენ ილმენის სლოვენები. როპშა — ლენინგრადის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებული პუნქტია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Н. В. Мурашова, Л. П. Мыслина. Дворянские усадьбы Санкт-Петербургской губернии. Ломоносовский район. СПб., 1999. стр. 130—153
- Ю. А. Дужников. По ижорской возвышенности. Путеводитель для туристов. Л., Лениздат, 1972. стр 22-37
- Ю. А. Дужников. Ропша. Л., Лениздат, 1970. стр. 11-57
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540-009 ინგლ. • რუს. • ფრ. |