რონეშტოკი
რონეშტოკი (გერმ. Rhonestock) — მთა ურნერის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ვალესა და ურის კანტონების საზღვარზე. აღმართულია დამაშტოკის მთის სამხრეთით, რონისა და დამის მყინვარებს შორის.
რონეშტოკი | |
---|---|
კოორდინატები: 46°38′04″ ჩ. გ. 8°25′09″ ა. გ. / 46.63444° ჩ. გ. 8.41917° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 589 მ |
ქედი | ურნერის ალპები |
მთა ორი მწვერვალისგან შედგება: ჰინტერერ-რონეშტოკი (3 589 მ) და ვორდერერ-რონეშტოკი (3 566 მ).