რონა ბუბუტეიშვილი
ქართველი იურისტი და პოეტი
რონა ბუბუტეიშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1966) — ქართველი იურისტი და პოეტი.
დაიბადა ქალაქ ფოთში. დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი და სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. რონა ბუბუტეიშვილი მუშაობდა ქ. ფოთის მერის მრჩევლად მოსახლეობასთან ურთიერთობის საკითხებში, შემდგომ მერიის იურისტად, სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის პრორექტორად, ასევე, საქართველოს კონტროლის პალატის ქ. ფოთის ბიუროს აპარატის უფროსად და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატია საერთო სპეციალიზაციით. იგი არის სამი პოეტური კრებულის ავტორი: „დარდიანი ფოთოლცვენა“, „რატომ მოვედი“, „მესამე ნაპირი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი პოეტები, ენციკლოპედია შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა, თბ., 2021, გვ. 70