რონალდ ფრენსის აბლერი
ამერიკელი გეოგრაფი
რონალდ ფრენსის აბლერი (ინგლ. Ronald Francis Abler; დ. 30 მაისი 1939, მილუოკი, უისკონსინი, აშშ) — ამერიკელი გეოგრაფი. 1985-86 წლებში იყო ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2008-12 წლებში საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. იყო გეოგრაფიაში სივრცითი ორგანიზაციის ტრადიციის მთავარი ტექსტის თანაავტორი (1971) და აშშ-ის მუნიციპალური რაიონების შედარებითი ატლასის რედაქტორი (1976). ეროვნული სამეცნიერო ფონდის გეოგრაფიისა და რეგიონული მეცნიერების პროგრამის დირექტორი (1984-88) და 1990 წლიდან ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მრავალრიცხოვანი სტატიებისა და წიგნების ავტორია.
რონალდ ფრენსის აბლერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 მაისი, 1939[1] (85 წლის) |
დაბ. ადგილი | მილუოკი, უისკონსინი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მინესოტის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | AAAS-ის წევრი, ვიქტორიას მედალი, სემიუელ ფინლი ბრიზ მორზეს სახელობის მედალი და IGU Lauréat d’Honneur[2] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რონალდ ფრენსის აბლერი დაარქივებული 2017-07-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- რონალდ ფრენსის აბლერი (ინგლისური)
- ↑ Library of Congress Library of Congress Name Authority File
- ↑ https://igu-online.org/igu-awards-four-laureats-dhonneur-at-quebec-conference/