რონაზე გადასვლა
მეორე პუნიკური ომის ნაწილი

ჰანობალის არმია გადადის რონაზე
1878 წლის ქსილოგრაფია
თარიღი სექტემბრის ბოლო ძვ. წ. 218
მდებარეობა რონა, საფრანგეთი
შედეგი ჰანიბალის გამარჯვება
მხარეები
კართაგენი ვოლკები
მეთაურები
ჰანიბალი, ჰანონი უცნობია
ძალები
38 000 ქვეითი, 8 000 ჯარისკაცი, 37 სპილო უცნობია
დანაკარგები
უმნიშვნელო უცნობია
რონაზე გადასვლა ვიკისაწყობში

რონაზე გადასვლაჰანიბალის მეთაურობით კართაგენის არმიის გადასვლა მდინარე რონაზე, რომლის დროსაც ბრძოლა მოუხდა გალურ ტომ - ვოლკებთან.

იტალიის კამპანიის წამოწყების შემდეგ მალევე მოუხდა ჰანიბალს მდინარე როდამუსის გადალახვა. ძვ. წ. 218 წლის აგვისტოს ბოლოს ჰანიბალმა მდინარეს მიაღწია[1]. მდინარის გადალახვა კი საკმაოდ გაუძნელდა, რადგან მდინარის ნაპირას მცხოვრები ვოლკები კართაგენელებს საკმაოდ მტრულად შეხვდნენ. მათ მტკიცე ზღუდე შექმნეს მეორე ნაპირზე, რამაც გადალახვის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანა. ჰანიბალმა გამოსავალი ნახა, მდინარის აღმა ააყოლა თავისი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი ჰანონის მეთაურობით, ძირითადად ესპანელები, მათ გადალახეს მდინარე და ზურგიდან თავს დაესხნენ ვოლკებს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჰანიბალმა დაიწყო მდინარის გადალახვა. ხანგრძლივი შეტაკებების შემდეგ ვოლკები გაიქცნენ. ჰანიბალმა იტალიური კამპანია გააგრძელა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 120