ლიდიის ღვთისმშობლის ხატი

(გადამისამართდა გვერდიდან რომის ანუ ლიდიის ღვთისმშობლის ხატი)

რომის ანუ ლიდიის ღვთისმშობლის ხატიმარიამ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ლიდიაში, იერუსალიმის მახლობლად.

ლიდიის ღვთისმშობლის ხატი

წმინდა პეტრე მოციქულმა, პავლემ და წმინდა იოანე ღვთიმეტყველმა მრავალნი მოაქციეს და მონათლეს იერუსალიმის მახლობელ ქალაქ ლიდიაში. ამის შემდეგ მათ ახალმოციქულებისათვის ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და წავიდნენ იერუსალიმში. ღვთისმშობელს სთხოვეს დაელოცა ეს ტაძარი და ღვთისმშობელმა უპასუხა: "წადი, მეც იქ ვიქნები". ტაძარში მოსულებმა ერთ–ერთ ბოძზე მყისვე შენიშნეს დედა ღვთისმშობლის ხატი. ხატი ჭეშმარიტი ასლი იყო ღვთისმშობლის წმინდა სახისა და შესამოსელისა. აშკარა იყო, რომ ეს ხატი ღვთის მიერ იყო დაწერილი. მადლიერების ცრემლით დაიჩოქეს ხელთუქმნელ ხატთან. შემდეგ თვით ღვთისმშობელი მობრძანდა და ხატს შთაბერა, გადასცა თავისი მადლი და სასწაულმოქმედების ძალა.
მრავალი წლის შემდეგ ღვთისმგმობელმა ივლიანემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და თვის მიმდევრები გაგზავნა ტაძარში ხატის გასანადგურებლად. მაგრამ მოხდა სასწაული, როგორ არ ცდილობდნენ ამოეჩხაპნათ ხატი, მაგრამ იგი თავისი ფერებით უფრო და უფრო ღრმად ჯდებოდა ბოძში და ვერაფრით შეძლეს მისი განადგურება.
ნეტარი გერმანი, კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი გაემგზავრა იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის თყვანისცემის მიზნით. გზად შეჩერდა ლიდიაში და ხატმწერს სთხოვა, გადაეწერა ღვთისმშობლის ასსაწაულმოქმედი ხატის ასლი დაფაზე. ამ ხატს იგი ინახავდა როგორც ძვირფასს განძს. იგი მალე პატრიარქი გახდა. ამ დროს დაიწყო ხატების დევნის ერესი. პატრიაქიც მოჰყვა დევნაში. მან გაქცევამდე მოასწრო მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების აღება(რომელიც წარმოადგენს ლიდიის ღვთისმშობლის ასლს). იგი ავიდა გემზე და დაწერა წერილი რომის პაპთან, შეატყობინა თავის ქვეყანაში დაწყებული დევნის შესახებ. დაწერა თარიღი, ჩადო წერილი მაცხოვრის ხატში და ჩაუშვა ზღვაში. ერთ დღე–ღამეში ხატი ჩავიდა რომში.
იმ ღამეს რომის პაპს გრიგორი II-ს ესიზმრა მაცხოვრის წმინდა ხატი, დილით ადრე მდინარით გაემგზავრა ზღვის პირას და მართლაც იხილა მათკენ მომავალი მაცხოვრის ხატი.ხატი მოწიწებით, გალობით და ფსალმუნების კითხვით წააბრძანეს პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარში. პაპმა წერილი წაიკითხა და შეიტყო კონსტანტინოპოლში ხატების დევნის შესახებ.
ნეტარი გერმანი ამასობაში კვლავ დევნაში იმყოფებოდა. მან იგრძნო სიკვდილის მოახოება. ხატების ერესი ისევ გრძელდებოდა. ამიტომ მან მოწიწებუთ იაღო თავისი ძვირფასი ხატი და წერილით იმავე გზით გაგზავნა რომში. რომის პაპმა, მაცხოვრის ხატის მსგავსად, ნახა ხილვა წინასწარ, შეხვდა ხატს და დიდი პატივით დააბრძანა იმავე ტაძარში.
გავიდა მრავალი წელი. დამთავრდა ხატების ერესი. ლიდიის ღვთისმშობლის ხატმა ლიტურგიის დროს დაიწყო თავისით რხევა. რომაელები შეშინდნენ და ჩათვალეს, რომ ეს იყო ღვთის რისხვა. ერთხელაც ხატი ძლიერ შეირხა, მოწყდა ადგილს და ჰაერში აღმართა, ცდილობდნენ დაეჭირათ ხატი, მაგრამ მან დატოვა ტაძარი და გაემგზავრა მდინარისაკენ. ხალხი მიხვდა, რომ ის იმ გზით მიდიოდა, საიდანაც მოვიდა. მართლაც, ერთ დღეში იგი კონსტანტინოპოლის ნაპირტან გაჩერდა. სიწმინდე მიაბრძანეს დედოფალ თეოდორასთან. მიხვდნენ,რომ ეს ერთ–ერთი იმ ხატთაგანია, რომლებიც დევნაში მოყვნენ. მალე რომაელებიისგან შეიტყვეს ხატის ისტორია. დედოფალმა თეოდორამ და მეფე მიხეილმა ხატი პატივით გადააბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში. ამ დღიდან ხატს ეწოდა ლიდიის ანუ რომაელთა ხატი.მაგრამ რომელია ორი ხატიდან ლიდიის, ანუ რომაელთა, თუ ოდიგრიტიის, რომელიც გადაბრძანდა ტიხვინში და ცნობილია, როგორც ტიხვინის ხატი,დღეს უცნობია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება