რომან ჯოხაძე
რომან ჯოხაძე (დ. 15 მარტი, 1968, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ბრიგადის გენერალი (2020). საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაური 2020 წლის 17 ივნისიდან.
სხვადასხვა დროს იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი. მსახურობდა ასევე ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მისიებში ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში. 2020 წლის 17 ივნისს პოლკოვნიკი ჯოხაძე დაინიშნა ეროვნული გვარდიის მეთაურად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ეროვნული გვარდიის მეთაურად პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაინიშნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 17 ივნისი 2020