რომან კაჩანოვი
რომან კაჩანოვი (რუს. Рома́н А́белевич Кача́нов) (დ. 25 თებერვალი, 1921, სმოლენსკი, რსფსრ — გ. 4 ივლისი, 1993, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა რეჟისორი-მულტიპლიკატორი, რუსული თოჯინური ანიმაციის ტრადიციების ერთ-ერთი დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და მრავალი ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვარი.
რომან კაჩანოვი | |
---|---|
დაბადების სახელი | რუვიმ აბელის ძე კაჩანოვი |
დაბადების თარიღი |
25 თებერვალი, 1921 სმოლენსკი, რსფსრ |
გარდაცვალების თარიღი |
4 ივლისი, 1993 (72 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
რეზიდენცია | სსრკ → რუსეთი |
საქმიანობა |
რეჟისორი-მულტიპლიკატორი სცენარისტი დამდგმელი მხატვარი |
აქტიური | 1946—1989 |
ჯილდოები |
სსრკ სახელმწიფო პრემია (1982) რსფსრ-ს სახალხო არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებარომან კაჩანოვი დაიბადა 1921 წელს, სმოლენსკში. დედა, ხაია კაჩანოვა, გარდაიცვალა, როდესაც რომანი 11 წლის იყო. 1939 წლის გაზაფხულზე კაჩანოვი ჯარში გაიწვიეს. 1940 წელს სამხედრო თვითმფრინავმა, რომელშიც იგი იჯდა, კატასტროფა განიცადა. მეორე პილოტი დაიღუპა, ხოლო რომანი მძიმე ჭრილობით ჰოსპიტალში მოხვდა. 1941 წელს იგი ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში ჩაირიცხა. დიდი სამამულო ომის დასაწყისში კვლავ იქნა საბჭოთა არმიაში, საჰაერო-სადესანტო ჯარებში. 1941-1945 წლებში იგი საპარაშუტო-სადესანტო სამსახურის ინსტრუქტორის მოვალეობას ასრულებდა. ომის დასრულებისას მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება.
ჯერ კიდევ დემობილიზაციამდე, 1946 წელს რომანმა გადაწყვიტა კინოსფეროში ეცადა ბედი, ამიტომ ბოლშევოში, თავდაცვის სამინისტროს კინოსტუდიაში გადაყვანა ითხოვა.
შემოქმედება
რედაქტირებადემობილიზაციის შემდეგ რომანმა სტუდია სოიუზმულტფილმში, მხატვარ-მულტიპლიკატორთა კურსები გაიარა და იმავე, 1946 წელს, დაასრულა.
1947-1957 წლებში იგი მუშაობდა მხატვარ-მულტიპლიკატორად, რეჟისორის ასისტენტად და დამდგმელ მხატვრად უფროსი თაობის რეჟისორ-მულტიპლიკატორებთან, რომელთა შორის იყვნენ: ლევ ატამანოვი, ივანე ინანოვ-ვანო, დიმიტრი ბაბიჩენკო, ვლადიმირ პოლკოვნიკოვი და სხვები. ამ უკანასკნელს იგი თვლიდა თავის მასწავლებლად რეჟისურის სფეროში.
1958 წელს შედგა კაჩანოვის სარეჟისორო დებიუტი „მოხუცი და წერო“. 1959 წელს გადაიღო „შეყვარებული ღრუბელი“, რომელმაც რამდენიმე ფესტივალზე პრიზები მიიღო. მოგვიანებით კაჩანოვმა შეწყვიტა ასისტენტად მუშაობა და მთლიანად სარეჟისორო ნამუშევრებზე გადაერთო.
მისი ფილმები „ხელთათმანი“, „ნიანგი გენა“ და „მესამე პლანეტის საიდუმლო“ აღიარებული იქნა რუსული და მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად.
ხელთათმანი
რედაქტირება1967 წელს გადაღებული „ხელთათმანი“ არის რომან კაჩანოვის პირველი, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ნამუშევარი. ეს არის პირველი საბჭოთა თოჯინური ანიმაციური ფილმი, რომელიც უცხო ქვეყნებმა დიდი ინტერესით მიიღეს.
ნიანგ გენას, ჩებურაშკასა და შაპოკლიაკის ტრილოგია
რედაქტირებაამ ფილმებში პირველად შეიქმნა ლიტერატურული პერსონაჟების, ჩებურაშკას, ნიანგ გენასა და შაპოკლიაკის ანიმაციური ვერსიები, რომლებიც რუსული კულტურის ნაწილად იქცნენ.
მესამე პლანეტის საიდუმლო
რედაქტირებასამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მესამე პლანეტის საიდუმლომ, რომელიც კირ ბულიჩოვის რომანების მიხედვით არის გადაღებული, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკულტო სტატუსი შეიძინა.
გავლენა და მემკვიდრეობა
რედაქტირებარომან კაჩანოვის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია საბჭოთა და უცხოურ თოჯინურ ანიმაციაზე. მას საკუთარი შთაგონების წყაროდ და მასწავლებლად თვლიდნენ კიხაჩირო კავამოტო (იაპონია), მონიკა კრაუზე (გდრ), იური ნორშტეინი (სსრკ) და სხვები.
კაჩანოვის შვილი, ასევე რომანი — რეჟისორი და სცენარისტი. მოღვაწეობს მხატვრული ფილმების სფეროში.
ფილმოგრაფია
რედაქტირებარეჟისორი
რედაქტირება- 1958 — მოხუცი და წერო
- 1959 — შეყვარებული ღრუბელი
- 1960 — მაშა და დათვი
- 1961 — ახალი
- 1962 — წყენა
- 1963 — როგორ აუშენეს კნუტს სახლი
- 1964 — ალიოშას ზღაპრები
- 1964 — პატარა ბაყაყი მამას ეძებს
- 1965 — პორტრეტი
- 1966 — დაიკარგა შვილიშვილი
- 1967 — ხელთათმანი
- 1968 — მეტოქეები
- 1969 — ნიანგი გენა
- 1970 — წერილი
- 1971 — ჩებურაშკა
- 1972 — დედა
- 1972 — ნეზნაიკას საჰაერო თავგადასავალი
- 1973 — ავრორა
- 1973 — შაპოკლიაკი
- 1975 — ჯადოქარ ბახრამის მემკვიდრეობა
- 1977 — ყვავილის უკანასკნელი ფურცელი
- 1978 — მეტამორფოზა
- 1981 — მესამე პლანეტის საიდუმლო
- 1982 — ჯადოსნური წამალი
- 1983 — ჩებურაშკა სკოლაში მიდის
- 1983 — ამოუცნობი ფილმი
- 1985 — ორი ბილეთი ინდოეთში
- 1986 — ტექნიკის საოცრებები
სცენარის ავტორი
რედაქტირება- 1958 — მოხუცი და წერო
- 1965 — დათუნია გზაზე
- 1969 — ნიანგი გენა
- 1971 — ჩებურაშკა
- 1972 — უიღბლო
- 1973 — ავრორა
- 1972 — ყანჩა და წერო
- 1973 — შაპოკლიაკი
- 1975 — ჯადოქარ ბახრამის მემკვიდრეობა
- 1977 — ყვავილის უკანასკნელი ფურცელი
- 1977 — ურჩობის დღესასწაული
- 1978 — მეტამორფოზა
- 1982 — ბაბუას, ბებიას და ჭრელა ქათამის შესახებ
- 1983 — ჩებურაშკა სკოლაში მიდის
- 1983 — ამოუცნობი ფილმი
- 1985 — თეთრეკალა
- 1989 — უცხოპლანეტელი კომბოსტოში
დამდგმელი მხატვარი
რედაქტირებამულტიპლიკატორი
რედაქტირება- 1948 — ფედია ზაიცევი
- 1950 — ჯადოსნური განძი
- 1950 — პირველი ვინ არის?
- 1950 — ზღაპარი მებადურსა და თევზზე
- 1951 — შობისწინა ღამე
- 1952 — ალისფერი ყვავილი
- 1952 — სნეგუროჩკა
- 1953 — ძმები ლიუ
- 1954 — მეფის ასული-ბაყაყი
- 1954 — ოქროს ანტილოპა
- 1954 — ჩალის ხბო
- 1955 — არაჩვეულებრივი მატჩი
- 1955 — ოქროს ბიბილოიანი მამალი
- 1956 — ტურა და აქლემი
- 1957 — ერთ სამეფოში
- 1958 — პეტია და მგელი
კინოჟურნალის 'ფთილა’ სიუჟეტების რეჟისორი
რედაქტირება- 1971 — გაბედული მამალი
- 1971 — მოვიდნენ-წავიდნენ
- 1972 — ამ გზით არ მივდივარ
- 1974 — ტალანტები და თაყვანისმცემლები