რომან დალაქიშვილი
რომან დალაქიშვილი (დ. 25 სექტემბერი, 1950, სოფ. ჯორჯიაშვილი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
რომან დალაქიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1950 |
დაბადების ადგილი | ჯორჯიაშვილი, თეთრიწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ინჟინერი |
1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით, ხოლო 1981 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ამავე საარჩევნო ბლოკიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომან დალაქიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რომან დალაქიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)