რომან-ყოში (უკრ. Роман-Кош; ყირიმ. Roman Qoş) — ყირიმის მთებისა და საერთოდ, ყირიმის ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი. მდებარეობს ბაბუგან-იაილის მასივის დასავლეთ კიდეზე. სიმაღლე 1545 მ. აგებულია კირქვებით. დამახასიათებელია ქვიანი მთის მდელოს ლანდშაფტი, აღმოსავლეთ მთისძირში არის ტიპური კარსტული ლანდშაფტი. მოქცეულია ყირიმის ბუნებრივი ნაკრძალის ფარგლებში. პუპულარული ტურისტული ობიექტია.

რომან-ყოში
რომან-ყოში
რომან-ყოში
კოორდინატები: 44°36′35″ ჩ. გ. 34°14′31″ ა. გ. / 44.60972° ჩ. გ. 34.24194° ა. გ. / 44.60972; 34.24194
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
სიმაღლე 1545 
ქედი ყირიმის მთები
რომან-ყოში — უკრაინა
რომან-ყოში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება