რომანოვების სასახლე

არქიტექტურული ძეგლი

რომანოვების სასახლეარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.

რომანოვების სასახლე
ქვეყანა საქართველო
კოორდინატები 41°45′49″ ჩ. გ. 42°49′59″ ა. გ. / 41.76378611° ჩ. გ. 42.83323806° ა. გ. / 41.76378611; 42.83323806
დაიწყო 1895 და XIX საუკუნე

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III რომანოვის ძის უფლისწულ გიორგის (1871-1899 წწ.) სამი სასახლე კურორტ აბასთუმანში XIX საუკუნის მიწურულში აშენდა. სამივე სასახლე მდინარე ოძრხის ნაპირას, კურორტ აბასთუმნის ზედა ნაწილში, ფალიაშვილის ქუჩის ბოლოში მდებარეობს. ორი ხის, ერთი ქვის სასახლე და მათი დამხმარე ნაგებობები რომანოვების სასახლეთა ერთიან კომპლექსს ქმნიან. სასახლეთაგან ხის ორსართულიანი სასახლე უფლისწულის მუდმივი საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. აქ ესვენა მისი ნეშთი გარდაცვალების შემდეგ. ეს სასახლეა აღბეჭდილი საარქივო ფოტოებზეც. ბიბლიოგრაფიული წყაროებიც მეტ ცნობას სწორედ ამ ნაგებობაზე იძლევა.

რომანოვების სასახლე საბჭოთა დროს სამივე სასახლეში სანატორიუმი „მესხეთი“ იყო მოთავსებული. დღეს უფლისწულის სასახლეში დედათა მონასტერია განთავსებული. საარქივო ფოტოები მოწმობენ, რომ თავდაპირველად უფლისწულის ხის სასახლე ერთსართულიანი აუგიათ. მოგვიანებით, უფლისწულისვე სიცოცხლეში ნაგებობას მეორე სართული დააშენეს. ეს 1895 წლის ახლო ხანებში უნდა მომხდარიყო. სასახლემ უფლისწულის გარდაცვალებისა და რომანოვების საქართველოდან წასვლის შემდეგ მრავალი ცვლილება განიცადა, მაგრამ გადარჩენილი ნაწილი სავსებით ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს. ნაგებობა, რომელიც ერთიან კომპოზიციაში ევროპული, რუსულ-ხალხური და ადგილობრივი არქიტექტურის ნიშნებს აერთიანებს, ევროპული ნეორომანტიზმის გამოხმაურებად გვესახება. აღსანიშნავია ინტერიერის მორთულობა, რომელიც უფლისწულის თანადროულია. ყურადრებას იპყრობს კედლების ხის მოპირკეთება, კარნიზების სპეციფიკური ჩაღრმავებული დამუშავება, ბუხრების მორთულობა და რკინის აჟურულმოაჯირიანი ორი ხვეული კიბე. სასახლეები სასახლის ნაპირზე. იარეთ სასახლის ნაპირზე. სად ცხოვრობდნენ რომანოვები სასახლის ტერიტორიაზე მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა ქვის აუზი და წყარო. სასახლის ეზოში, დღევანდელი მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია, რომელიც ადგილობრივი ძველი ქვების გამოყენებით აშენდა და რომლის მშენებლობაც 2005 წელს დასრულდა (არქიტექტორი ლევან მიქუჭაძე). დღეს ამ შენობაში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6224