როკვილი (მერილენდი)

ქალაქი მონტგომერის ოლქში, მერილენდის შტატში, აშშ-ში

როკვილი (ინგლ. Rockville) — ქალაქი აშშ-ში, მერილენდის შტატში. მონტგომერის ოლქის ცენტრი. ქალაქი წარმოადგენს ბალტიმორ-ვაშინგტონის აგლომერაციის ერთობლივ ნაწილს. ამერიკის მოსახელეობის 2010 წლის აღწერის შეჯამებით, როკვილის მოსახლეობა შეადგენს 61,209 ადამიანს. ბალტიმორისა და ფრედერიკის შემდეგ როკვილი ყველაზე დიდი ქალაქია მერილენდის შტატში.[2]

ქალაქი
როკვილი
Rockville

დაუნთაუნ როკვილი 2011, მონტგომერის ოლქის სასამართლო 2010, როკვილ თაუნ-სქვერი 2010, Beall-Dawson ისტორიული სახლი 2005, ქალაქის ცენტრი 2008
დროშა გერბი

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი მერილენდი
კოორდინატები 39°05′01″ ჩ. გ. 77°08′54″ დ. გ. / 39.08361° ჩ. გ. 77.14833° დ. გ. / 39.08361; -77.14833
ქალაქის მერი ბრიჯიტ დონელი ნიუტონი [1]
დაარსდა 1717
ფართობი 35.15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 137
მოსახლეობა 61,209 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 4,530.6 კაცი/კმ²
აგლომერაცია 5,306,565
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 24-67675
საფოსტო ინდექსი 0586901
ოფიციალური საიტი rockvillemd.gov
როკვილი (მერილენდი) — აშშ
როკვილი (მერილენდი)
როკვილი (მერილენდი) — მერილენდი
როკვილი (მერილენდი)

როკვილიში განთავსებულია ბიოტექნოლოგიური კომპანიები და ფედერალური ხელისუფლების სააგენტოები, ისევე როგორც მაღალი დონის რეგიონალური სავაჭრო ცენტრები.

 
ქალაქ როკვილის ცენტრი 2006 წელს

ქალაქი მდებარეობს პედმონტის რეგიონში. როკვილი წარმოადგენდა შესანიშნავ თავშესაფარს ნახევრად მომთაბარე მკვიდრი ამერიკელებისათვის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8000 წელს. პირველ ათასწლეულში ამ ტერიტორიაზე დასახლდა რამდენიმე მომთაბარე ჯგუფი, რომელმაც აითვისა ადგილობრივი ფლორა და მიჰყო ხელი სოფლის მეურნეობას. 1200 წელს ამ ჯგუფებს კონფლიქტი მოუვიდათ პენსილვანიდან და ნიუ იორკიდან მიგრირებულ ჯგუფებთან. ქალაქის თანამედროვე საზღვრების ტერიტორიაზე 1700 წელს აღმოჩენილი იქნა მრავალი პრეისტორიული არტეფაქტი. ევროპელი კოლონიალისტების ზეწოლით უმრავლესობა ამ თავდაპირველი მოასხლეობისა გაძევებული იქნა სამშობლოდან.

ადრეული როკვილი ცნობილი იყო სხვადასხვა სახელებით: ოუენს-ორდინარი, ჰანგერფორდის ტავერნა და დელეის ტავერნა. ამ ქალაქში პირველი წერილობითი ხსენება დასახახლებულთა შესახებ აღწერილია ბრედოკის ექპედიციის დროს 1775 წელს.

 
ისტორიული სახლი Beall-Dawson House,რომელიც აგებულია 1815 წელს.

1776 წლის 16 სექტემბერს[3] მერილენდის საკონსტიტუციო კონვენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მხარე მერილენდის შტატში გაიყო სამ მცირე ერთეულად. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, რომლის ნაწილი იყო როკვილი დაერქვა მონტგომერის ოლქი. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული ქალაქი მონტგომერის ოლქში იყო ჯორჯ თაუნი, ხოლო პატარა ქალაქი როკვილი არჩეული იქნა ოლქის მთავრობის რეზიდენციად. ამ პერიოდში როკვილის სახელწოდება იყო ჰანგერფორდის ტავერნა, ცნობილი ტავერნის პატივსაცემად, რომელიც განთავსებული იყო ამ ქალაქში.

1803 წელს აღნიშნულ ტერიტორიას ოფიციალურად დაერქვა როკვილი.[3][4]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
როკვილის სადგური

აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროზე დაყრდნობით,[5] ქალაქის მთლიანი ტერიტორია შეადგენს 13.57 კვადრატულ მილს (35.15 კმ²), სადაც 13.51 კვადრატული მილი (34.99კმ²) შედგება მიწისგან, ხოლო 0.06 კვადრატული მილი (0.016 კმ²) — წყლისგან.[6]

ამ არეალში კლიმატი ხასიათდება, თბილი, ტენიანი ზაფხულით და ცივი ზამთრით. აქ არის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი.[7] აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით როკვილი იმყოფება კლიმატურ ზონა 7a-ში,[8] ეს ნიშნავს იმას რომ ზამთარში საშუალოდ წლიურად ტემპერატურა არის 0-დან 5-დე °F-ით. (-18-15 °C)[9] საშუალოდ, პირველად ტემპერატურა ეცემა ოქტომბერში და გრძელდება დაახლოებით აპრილამდე.[10]

დემოგრაფია

რედაქტირება

2010 წლის აღწერით, მოსახლეობის სრული რაოდენობა შეადგენს 61,209 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მილზე (1,749.3 კმ²) არის 4.530.6 მოსახლე. ქალაქის რასობრივი შემაგენლობა ასეთია: 60.4 % თეთრი, 9.6 % აფროამერიკელები, 0.3 %, მკვიდრი ამერიკელები, 20.6% აზიელები, 5.3 % სხვა რასის წარმომადგენლები, და 3.8 % ორი ან მეტი რასის წამომადგენლები.

ეკონომიკა

რედაქტირება

როკვილში მდებარეობს ბევრი სხვადასხვა კომერციული, თუ არა კომერციული კომპანია, მათ შორის: Adventist HealthCare, Goodwill Industries, Bethesda Softworks და ასე შემდეგ.

დამსაქმებლები

რედაქტირება

2012 წლის ქალაქის ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით,[11] ათი ყველაზე დიდი დამსაქმებელია:

# დამსაქმებელი დასაქმებულთა რაოდენობა
1 მონტგომერის ოლქი 4,985
2 მონტგომერის საჯარო სკოლა 2,500
3 Lockheed Martin Information Systems 2,000
4 Westat 2,000
5 Booz Allen Hamilton 1,282
6 მონტგომერის კოლეჯი 955
7 Quest Software 784
8 BAE Systems 650
9 City of Rockville 537
10 Adventist HealthCare 415

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

როკვილს ჰყავს ერთი დაძმობილებული ქალაქი:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მერილენდის შტატი. (25 თებერვალი, 2013) Rockville Mayors, Montgomery County, Maryland. Maryland Manual On-Line. მერილენდის შტატის არქივი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-28. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.
  2. Table 4: Annual Estimates of the Resident Population for Incorporated Places in Maryland, Listed Alphabetically: April 1, 2000 to July 1, 2008. აშშ აღწერის ბიურო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-27. ციტირების თარიღი: 2009-07-01.
  3. 3.0 3.1 Proctor, John Clagett (May 20, 1934). „Rockville Among Old Maryland Towns“. Washington Evening Star. p. 76.
  4. Profile for Rockville Maryland, MD. ePodunk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-10. ციტირების თარიღი: აგვისტო 25, 2012.
  5. American FactFinder. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო. ციტირების თარიღი: 2013-01-25.
  6. US Gazetteer files 2010. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო. ციტირების თარიღი: 2013-01-25.
  7. Climate Summary for Rockville, Maryland
  8. USDA Plant Hardiness Zones: Maryland & District of Columbia. სოფლის მეურნეობის კვლევის სამსახური. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-16. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2014.
  9. USDA Plant Hardiness Zone Map. სოფლის მეურნეობის კვლევის სამსახური. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-27. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2014.
  10. Freeze / Frost Occurrence Data. National Oceanic and Atmospheric Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-15. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2014.
  11. City of Rockville CAFR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-17. ციტირების თარიღი: 11ივლისი, 2014.