როზეტა გუჯეჯიანი (დ. 25 ოქტომბერი, 1970) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

როზეტა გუჯეჯიანი
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1970 (1970-10-25) (54 წლის)
მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორიკოსი, ეთნოლოგი
წოდება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი დაიბადა 1970 წლის 25 ოქტომბერს. 1989-1994 წლებში სწავლობდა სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1994-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ეთნოლოგიის სპეციალობით. 2005 წელს მიიღო მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში თემაზე: „ტრადიციული ყოფისა და რწმენა-წარმოდგენების ურთიერთმიმართება დასავლეთ საქართველოს მთიანეთში (სვანეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით)“. 1994 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმის ლაბორანტია. 1994-2006 ამავე მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2005-2012 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორია. 2005-2012 წწ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 2008-2012 წწ. მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ეთნოლოგიის მიმართულებით. 2010-2012 წწ. ასოცირებული პროფესორი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია და 103 ნაშრომი. მონაწილეობა აქვს მიღებული 85 სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმში.

მონოგრაფიები

რედაქტირება
  1. ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან სვანეთი, თბილისი, “უნივერსალი”, 2008. რედაქტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რ. თოფჩიშვილი; რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნ. მინდაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მ. ხიდაშელი. ნაშრომი მოიცავს 227 გვერდს.
  2. თეორიული ეთნოლოგია, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2010. თანაავტორები: როლანდ თოფჩიშვილი, ქეთევან ხუციშვილი. რედაქტორები: ნ. მინდაძე, ი. ღუტიძე. რეცენზენტები: თ. ფუტკარაძე, ნ. შოშიტაშვილი. ნაშრომი მოიცავს 466 გვერდს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება