როზა ლორთქიფანიძე
როზა ლორთქიფანიძე (დ. 2 დეკემბერი, 1954, სოფ. ზანავი, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი)[1] — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოქტორი.
როზა ლორთქიფანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 დეკემბერი, 1954 |
დაბადების ადგილი | ზანავი, ადიგენის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ინჟინერი, აგრონომი, პოლიტიკოსი |
1980 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი.
1980-1988 წლებში იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988-1991 წლებში იყო ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991-1992 წლებში იყო წყალტუბოს ზონის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საწარმოო გაერთიანების თავმჯდომარე, სამმართველოს უფროსი. 1992-1993 წლებში იყო წყალტუბოს ზონის გამგებლის I მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 29 სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების სხვადასხვა ფორმების ურთიერთქმედება მინერალოგიურ ასოციაციებთან“. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მწვანეთა პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როზა ლორთქიფანიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- როზა ლორთქიფანიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ როზა ლორთქიფანიძის დეკლარაცია. declaration.gov.ge (24 აპრილი, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-25. ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.