რობერ მერლი
რობერ მერლი (დ. 29 აგვისტო, 1908, თებესა, ალჟირი — გ. 27 მარტი, 2004) — ფრანგი მწერალი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 3 წელი გაატარა სამხედრო ტყვეთა ბანაკში. ნანახი აღწერა რომანში „უიკ-ენდი სამხრეთ სანაპიროზე“ (1949), რისთვისაც მიიღო გონკურის პრემია. დოკუმენტურ მასალაზეა აგებული რომანი „სიკვდილი ჩემი ხელობაა“ (1953).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 590.