რობერტ სმითი
რობერტ ჯეიმზ სმითი (ინგლ. Robert James Smith; დ. 21 აპრილი, 1959) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და ხმის ჩამწერი პროდიუსერი. ცნობილია 1976 წელს ჩამოყალიბებული როკ-ჯგუფის The Cure წევრობით, რომლის ერთ-ერთი თანადამაარსებელია. სმითი ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი, გიტარისტი, ლირიცისტი და ერთადერთი მუდმივი წევრია. 1982-1984 წლებში იგი ჯფუფის Siouxsie and the Banshees წამყვანი გიტარისტი იყო.
რობერტ სმითი | |
---|---|
სმიტი 1985 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 აპრილი, 1959[1] [2] (65 წლის) |
დაბ. ადგილი | ბლეკპული, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1972-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
ხელმოწერა | |
საიტი | thecure.com |
რობერტ სმითი ვიკისაწყობში |
სმითი გიტარის დაკვრის თავისებური სტილით, გამორჩეული ხმითა და უნიკალური სტილითაა ცნობილი, რომელიც წითელ ტუჩსაცხს, თვალების მუქ მაკიაჟსა და შავი ფერის ჩაცმულობას მოიცავს. თავისი გარეგნული იერსახით სმითმა დიდი გავლენა მოახდინა გოთურ სუბკულტურაზე, რომელიც 1980-იან წლებში აღორძინდა. 2019 წელს სმითი, როგორც The Cure-ის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში იქნა შეყვანილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #134524713 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Discogs — 2000.