რიჩგვიანები
რიჩგვიანები, ჩეგიანები — ფეოდალური საგვარეულო შუა საუკუნეების სვანეთში. ქართულ წყაროებში გვარი სხვადასხვა ფორმით (რუჩეგიანი, რუჩაგიანი, როჩაგიანი, რეჩგიანებად და სხვ.) მოიხსენიება.
საგვარეულო პირველად ადიშის დოჩაანიშის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერაში (X საუკუნე) იხსენიება. ადიშის XI საუკუნის მაცხოვრის ეკლესიაში შემორჩენილია მიქაილ ჩეგიანის ფრესკული პორტრეტი. რიჩგვიანები მოიხსენიებიან XII-XIII საუკუნეების ძეგლში „მატიანე სუანეთისა კრებისაჲ“, ასევე ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელში და სხვა დოკუმენტებში. რიჩგვიანები ცხოვრობდნენ ეცერში (ისკარი, ლადრერი), ბეჩოში (ნაშთქოლი), ცხუმარსა (მაგარდელი, ლეზგარა) და ჩუბეხევში (ლამხერი). XV-XVIII საუკუნეებში რიჩგვიანები სვანეთში პირველობისთვის დადიშქელიანების გვარს ებრძოდნენ და დამარცხდნენ. XVIII საუკუნეში გადარჩენილი რიჩგვიანები ჯერ სოფელ ხალდეში დასახლდნენ, რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ სვანეთის 1876 წლის აჯანყების შემდეგ კი ქვემო სვანეთში გადავიდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- რ. გუჯეჯიანი. ქართულ საგვარეულოთა ისტორიიდან (რიჩგვიანები). კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, XI. თბილისი, 2009. გვ. 88.