რიჩარდ ჩორლი
რიჩარდ ჯონ ჩორლი (ინგლ. Richard Chorley; დ. 4 სექტემბერი, 1927 — გ. 12 მაისი, 2002) — ინგლისელი გეოგრაფი და გეომორფოლოგი. გეოგრაფიაში სისტემების ზოგადი თეორიის დანერგვის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ცნობილია თავისი შრომებით რაოდენობრივ გეოგრაფიაში; დაიბადა სომერსეტის საგრაფოს ქალაქ მაინჰედში. 1951 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1957 წელს ოჯახური მიზეზების გამო სამშობლოში მოუწია დაბრუნება. სულ მალე გახდა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი. 1974 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. 1984-1989 წლებში იყო გეოგრაფიული ფაკულტეტის დეკანი. ფიზიკურ გეოგრაფიაში და გეომორფოლოგიაში შემოიღო რაოდენობრივი მეთოდები და სისტემური ანალიზი.
რიჩარდ ჩორლი | |
---|---|
ინგლ. Richard Chorley | |
დაბ. თარიღი | 4 სექტემბერი, 1927[1] [2] |
დაბ. ადგილი | მაინჰედი |
გარდ. თარიღი | 12 მაისი, 2002[2] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო[3] |
საქმიანობა | გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი[4] |
მუშაობის ადგილი | ბრაუნის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | მფარველის მედალი[5] , სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი და David Linton Award[6] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #129930458 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Royal Geographical Society Gold Medal Recipients — Royal Geographical Society, 2022.
- ↑ https://geomorphology.org.uk/award-winners/earlier-recipients