რიჩარდ კელი
(გადამისამართდა გვერდიდან რიჩარდ კელი (რეჟისორი))
ჯეიმზ რიჩარდ კელი, უკეთ ცნობილი, როგორც რიჩარდ კელი, (ინგლ. Richard Kelly; დ. 8 მარტი, 1975) — ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი, ცნობილია საკულტო კლასიკური ფილმის „დონი დარკო“ რეჟისორობითა და მისი სცენარისტობით.
რიჩარდ კელი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯეიმზ რიჩარდ კელი |
დაბადების თარიღი |
28 მარტი, 1975 ვირჯინია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
პროფესია | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
აქტიური | 1996–დღემდე |
ცნობილი ნაშრომები | „დონი დარკო“ |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჯეიმზ რიჩარდ კელი დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინიაში, ლეინ და ენი კელის ოჯახში. გაიზარდა იმავე შტატის ქალაქ მიდლოთიანში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა 1993 წელს.[1] როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მისი მამა ნასას პროგრამაზე მუშაობდა. რიჩარდმა მოიგო სტიპენდია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში „USC კინოსა და ტელევიზიის სკოლაში“ სასწავლებლად, სადაც იგი Phi Delta Theta-ში გაწევრიანდა. მან ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო USC-ში: „დასამშვიდობელი ადგილი“ და „შიგნეულობის მატერია“ 1997 წელს სკოლის დამთავრებამდე.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნიუ-იორკ ტაიმზი
- ↑ გამოჩენილი სტუდენტები, USC კინოსა და ტელევიზიის ხელოვნების სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-26. ციტირების თარიღი: 2018-07-06.