რიჩარდ ბარტონი
რიჩარდ ბარტონი (ინგლ. Richard Burton დაბადების სახელი რიჩარდ უოლტერ ჯენკინსი (უმცროსი) (ინგლ. Richard Walter Jenkins Jr.) დ. 10 ნოემბერი, 1925 — გ. 5 აგვისტო, 1984) — ვალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მიიჩნეოდა ლორენს ოლივიეს მემკვიდრედ. გამოირჩეოდა თავისი ბარიტონით.
რიჩარდ ბარტონი | |
---|---|
დაბადების სახელი | რიჩარდ უოლტერ ჯენკინსი (უმცროსი) Richard Walter Jenkins Jr. |
დაბადების თარიღი |
10 ნოემბერი, 1925 პონტრიდიფენი, უელსი |
გარდაცვალების თარიღი |
5 აგვისტო, 1984 (58 წლის) სელიგნი, შვეიცარია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1944-1984 |
მეუღლე(ები) |
სიბილ უილიამსი (1949-1963) |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში |
BAFTA |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
ფილმოგრაფია
რედაქტირებამოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1953 | ფ | კვართი | The Robe | მარსელიუს გალიო |
1959 | ფ | ზაფხულის ღამის სიზმარი | A Midsummer Night's Dream | მთხრობელი |
1959 | ფ | მიმოიხედე სიბრაზის დროს | Look Back in Anger | ჯიმი პორტერი |
1963 | ფ | კლეოპატრა | Cleopatra | მარკუს ანტონიუსი |
1963 | ფ | ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები | The V.I.P.s | პოლ ანდროსი |
1964 | ფ | ბეკეტი | Becket | ტომას ბეკეტი |
1964 | ფ | იგუანას ღამე | The Night of the Iguana | მოძღვარი ლორენს შენონი |
1965 | ფ | რა არის ახალი, ფისუნიავ? | What's New Pussycat? | კამეო |
1965 | ფ | შპიონი, მოსული სიცივიდან | The Spy Who Came in from the Cold | ალეკ ლემასი |
1966 | ფ | ვის ეშინია ვირჯინია ვულფის? | Who's Afraid of Virginia Woolf? | ჯორჯი |
1967 | ფ | დოქტორი ფაუსტუსი | Doctor Faustus | დოქტორი ფაუსტუსი |
1967 | ფ | ჭირვეულის მორჯულება | The Taming of the Shrew | პეტრუჩიო |
1969 | ფ | ანას ათასი დღე | Anne of the Thousand Days | ჰენრი VIII |
1977 | ფ | ეკვუსი | Equus | მარტინ დისარტი |
1983 | ფ | ალისა საოცრებათა ქვეყანაში | Alice in Wonderland | ალისას მამა |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაბარტონი ხუთჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა ოთხი შვილი. მისი პირველი მეუღლე იყო უელსელი მსახიობი და პროდიუსერი სიბილ უილიამსი. მასთან ბარტონს შეეძინა ორი ქალიშვილი. ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში ცნობილ მსახიობ ელიზაბეთ ტეილორთან. მასთან პირველმა ქორწინებამ 10 წელი გასტანა, ხოლო მეორემ მხოლოდ ერთი წელი. ბარტონმა იშვილა ტეილორის ქალიშვილი. წყვილმა შვილად აიყვანა კიდევ ერთი ქალიშვილი, გერმანელი გოგონა. ბარტონისა და ტეილორის ქორწინება აისახა ფილმში „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ (1966). 1976 წლის აგვისტოში ბარტონი საბოლოოდ დაშორდა ტეილორს და ცოლად შეირთო ავტმრბოლელ ჯეიმზ ჰანტის ყოფილი მეუღლე სუზი მილერი. მისი უკანასკნელი მეუღლე იყო გრიმიორი სალი ჰეი, რომელთანაც მსახიობი სიკვდილის ბოლომდე იმყოფებოდა ქორწინებაში.