რიფის რესპუბლიკა — სახელმწიფო მაროკოში (1921-1926 წწ.), შეიქმნა მაროკოს რიფის ტომების ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის მსვლელობაში. წარმოადგენდა რიფის (ჩრდილოეთი მაროკო) მთიანი ოლქის ტომების სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებას. უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ეროვნულ კრებას ეკუთვნოდა პრეზიდენტის (ამირას) აბდ ალ-ქარიმის მეთაურობით. რესპუბლიკის მთავრობა შედგებოდა 5 წევრისაგან. ადმინისტრაციული ერთეული ადგილებზე იყო ტომი, რომელსაც კაიდი და სათემო საბჭო (ჯაამა) ედგა სათავეში. კაიდები ემორჩილებოდნენ რიფის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რიფის რესპუბლიკის საბჭოს, რომელიც ტომების საქმეებს განაგებდა. სპეციალურად შემოღებული გადასახადების შემოსავალი ხმარდებოდა არმიას. რიფის რესპუბლიკამ ესპანეთისა და საფრანგეთის არმიების ერთობლივ შემოტევას ვერ გაუძლო და 1926 წლის 27 მაისს არსებობა შეწყვიტა.

რიფის რესპუბლიკა
الجمهورية الإتحادية لقبائل الريف

აუღიარებელი სახელმწიფო

 

19211926
 

დროშა გერბი
დედაქალაქი აჟდირი
ენა რიფული, არაბული
ფულის ერთეული რიფანი
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
ისტორია
 - შექმნა 18 სექტემბერი 1921
 - გაუქმება 27 მაისი 1926

ლიტერატურა

რედაქტირება