რისერ-ლარსენის შელფური მყინვარი
რისერ-ლარსენის შელფური მყინვარი — შელფური მყინვარი დასავლეთ ანტარქტიდაში, დედოფალ მოდის მიწასთან. გადაჭიმულია ჩრდილოეთით ნორვეგიის კონცხსა და სამხრეთით ლიდანის კუნძულსა და სტენკომბ-უილზის მყინვარს შორის. მყინვარის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ უილიამ სპირზ ბრიუსმა შენიშნა 1904 წელს, ერნესტ შეკლტონმა 1915 წელს და იალმარ რისერ-ლარსენმა 1930 წელს.[1] მყინვარის დიდი ნაწილის აეროფოტოსურათები გადაიღო ნორვეგია-ბრიტანეთ-შვედეთის ანტარქტიდულმა ექსპედიციამ 1951–52 წლებში, რის შედეგადაც მოხდა მისი მოხაზვა. სამხრეთი ნაწილისა და ნაპირის კიდეების დამატებითი მოხაზვა შესრულდა აეროფოტოსურათების ხარჯზე აშშ-ის საზღვაო ძალების „ღრმა გაყინვის“ ოპერაციის დროს 1967–69 წლებში. სახელი ეწოდა ნორვეგიელი კაპიტნის იალმარ რისერ-ლარსენის პატივსაცემად, რომელმაც ეს ტერიტორია გამოიკვლია 1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იანი წლების დასაწყისში.[2]
რისერ-ლარსენის შელფური მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 72°40′ ს. გ. 16°00′ დ. გ. / 72.667° ს. გ. 16.000° დ. გ. | |
სიგრძე | 400 კმ |
რისერ-ლარსენის შელფური მყინვარის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაპირის ყინულზე, 4.77 კმ² ფართობზე მნიშვნელოვანი ორნითოლოგიური არეალია, სადაც 2009 წელს სატელიტური სურათებით დადგინდა საიმპერატორო პინგვინების მრავალრიცხოვანი კოლონია.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Riiser-Larsen Ice Shelf | United States Geological Survey
- ↑ Fred G. Alberts. Geographic Names of the Antarctic. Second Edition, 1995
- ↑ Riiser-Larsen Ice Shelf. BirdLife Data Zone. BirdLife International. 2015