რიმ ალ-ალი
პრინცესა რიმ ალ-ალი (არაბ. ريم علي; დ. 1969, ალჟირი) — იორდანიის პრინცის ალი ბინ ჰუსეინის ალჟირელი მეუღლე,[1] რომელზეც 2004 წლის 7 სექტემბერს დაქორწინდა. პრინცესა ლახდარ ბრაჰიმის ქალიშვილია, რომელიც ალჟირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს ოფიციალური პირი იყო.[2] რიმი დიდი ბრიტანეთსა და ალჟირში გაიზარდა. სწავლობდა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში.
პრინცესა რიმი | |
---|---|
იორდანიის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 7 სექტემბერი 2004 |
მმართ. დასასრული: | ამჟამინდელი |
მონარქი: | აბდულა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1969 (54–55 წლის) |
დაბ. ადგილი: | ალჟირი |
მეუღლე: | ალი ბინ ჰუსეინი |
შვილები: |
პრინცესა ჯალილა პრინცი აბდულაჰი |
დინასტია: | ჰაშიმიდები (ქორწ.) |
მამა: | ლახდარ ბრაჰიმი |
რელიგია: | ისლამი |
პრინცესა რიმი და პრინცი ალი, თავის ორ შვილთან, პრინცესა ჯალილასა და პრინც აბდულაჰ ბინ ალისთან ერთად, იორდანიის დედაქალაქ ამანში ცხოვრობენ.[3]
განათლება
რედაქტირება- პარიზის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი გეოგრაფიაში და მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში, რომელიც წარჩინებით 1990 წელს დაამთავრა
- პოლიტოლოგიის მაგისტრი 1991 წელს, პარიზის პოლიტიკის ინსტიტუტი[4]
- მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით — 1994 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი[5]
კარიერა
რედაქტირებათავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა „BBC World Service“-ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიუროში, „United Press International“-ში, „Dubai TV“-ში, „Bloomberg International“-ში, „Radio Monte Carlo Moyen Orient“-სა და CNN-ში (ლონდონი).
2006 წლიდან არის იორდანიის სამეფო კინემატოგრაფის აღმასრულებელი კომისარი.[6]
პრინცესა არის იორდანიის მედიის ინსტიტუტის (JMI) დამფუძნებელი, რომელიც არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა არაბულ ჟურნალისტიკაში მაღალი ხარისხის დამკვიდრება და სამაგისტრო პროგრამის შემოღება.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jordan's Prince Ali to wed CNN reporter. hellomagazine.com. ციტირების თარიღი: 23 October 2014.
- ↑ The Hashemite Kingdom of Jordan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-07. ციტირების თარიღი: 2008-11-02.
- ↑ Royal Ark
- ↑ Board of Commissioners. Royal Film Commission (Jordan). ციტირების თარიღი: 2008-11-28.[მკვდარი ბმული]
- ↑ Her Royal High Princess Rym Al Ali. HRH Princess Haya Bint Al Hussein. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-17. ციტირების თარიღი: 2008-11-02.
- ↑ Mr. Shigenobu Kato, Ambassador of Japan, delivered a speech at the graduation ceremony of the animation workshop on 27 January 2008. Embassy of Japan in Jordan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2008-11-02.
- ↑ New Projects Submitted to the IPDC. IPDC Bureau. ციტირების თარიღი: 2008-11-28.