რიმნიკის ბრძოლა — ბრძოლა ოსმალეთისა და რუსეთ-ავსტრიის ჯარებს შორის მდინარე რიმნიკთან (რუმინეთი) 1789 წლის 11 (22) სექტემბერს 1787-1791 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. ოსმალეთის მთავარსარდალმა დიდმა ვეზირმა იუსუფ-ფაშამ შებოჭა რუსეთის არმიის მთავარი ძალები იზმაილის რაიონში დემონსტრაციული მოქმედებით, ხოლო ფოქშანის რაიონში განლაგებული რუსეთის მოკავშირე ავსტრიის 18 ათასიანი კორპუსის წინააღმდეგ თავისი მთავარი ძალები გაგზავნა. ალექსანდრე სუვოროვი 7 ათასიანი რაზმით მოკავშირის დასახმარებლად გაეშურა და ფოქშანში ოსმალებზე ადრე მივიდა. იგი სათავეში ჩაუდგა რუსეთ-ავსტრიის ჯარებს და 14 კმ ღამის მარშის შემდეგ მოულოდნლად ეკვეთა მტერს, ხელთ იგდო მისი სამი ბანაკი და დიდი ზარალით უკუაგდო.

ლიტერატურა

რედაქტირება