რიგის ციხესიმაგრე
რიგის ციხესიმაგრე (ლატვ. Rīgas pils, გერმ. Rigaer Schloss) — ლატვიის პრეზიდენტის რეზიდენცია. მდებარეობს ქალაქ რიგაში, მდინარე დაუგავის ნაპირზე. ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით ლატვიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა.
ციხესიმაგრის აშენება დაიწყეს 1330 წელს ლივონიის ორდენის რაინდებმა. ლივონიის ორდენის გაუქმების შემდეგ ციხის ისტორიაში იწყება პოლონური (1578-1621 წწ.), ხოლო შემდეგ შვედური (1621-1710 წწ.) პერიოდი. 1710 წლიდან კი ციხესიმაგრე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია. ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ციხესიმაგრე პრეზიდენტის რეზიდენციად გამოაცხადეს. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ციხესიმაგრე სახკომსაბჭოს წარმომადგენლებმა დაიკავეს. 1941 წლიდან პიონერთა სასახლე განთავსდა. 1995 წლიდან კვლავ პრეზიდენტის რეზიდენციაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რიგის ციხესიმაგრე დაარქივებული 2008-02-25 საიტზე Wayback Machine.