რექსი
რექსი (ლათ. Rex) — იგივე მეფე, ტომის ბელადი, წინამძღოლი რომის სამეფოში, რომელიც თავისი უფლებამოსილებებით ბერძნულ „ბასილევსს“ გვაგონებს. ბურჟუაზიული ისტორიკოსები რექსს მეფეს უწოდებენ, მაგრამ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაცაა, რადგან რექსი მთლიანად არ ემთხვევა მეფის ცნებას. მათ შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ რექსი თანამდებობა იყო, მას ხალხი ირჩევდა, ხოლო მეფე კი ტახტს მემკვიდრეობით იღებდა.
რექსი იყო ჯარის წინამძღოლი, უმაღლესი მსაჯული და ქურუმი. მისი ხელისუფლება ადათით იყო მოწესრიგებული და იზღუდებოდა ხალხისა და სენატის მიერ. მას ხალხი ირჩევდა. რადგან რექსი არჩევითი თანამდებობა იყო, მისი გადაყენება შეეძლო სახალხო კრებასა და სენატს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ., 2005