რესპუბლიკური ალტერნატიული პარტია (აზერბაიჯანი)
რესპუბლიკური ალტერნატიული პარტია (აზერ. Respublikaçı Alternativ Partiyası, ყოფილი რესპუბლიკური ალტერნატიული მოძრაობა) — პოლიტიკური პარტია აზერბაიჯანში, რომელიც დაარსდა 2009 წლის იანვარში, როგორც მოძრაობა რამდენიმე ახალგაზრდის მიერ, დემოკრატიული და სოციალური ცვლილებებისთვის აზერბაიჯანში.[1] ამჟამად პარტიას 500-ზე მეტი წევრი ჰყავს, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდა პირებს, ასევე ცნობილ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს აერთიანებს. პარტიის ხელმძღვანელი ილგარ მამედოვი დააპატიმრეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაგრამ 5 წლის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს 13 აგვისტოს.[2][3]
რესპუბლიკური ალტერნატიული პარტია | |
---|---|
აზერ. Respublikaçı Alternativ Partiyası | |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ილგარ მამედოვი |
ისტორია | |
დაფუძნდა | იანვარი, 2009 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
რესპუბლიკანიზმი ლიბერალური დემოკრატია ეროვნული ლიბერალიზმი სეკულარიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრული-მემარჯვენე; ცენტრული |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი | 1/125 |
შტაბ-ბინა | ბაქო, აზერბაიჯანი |
http://www.realplatforma.org/ |
ორგანიზაციის ოფიციალური გვერდის თანახმად, მოძრაობის შექმნის ძირითადი მიზეზი იყო პრეზიდენტობის ვადის შემცირება, რომელიც იყო იმ რეფორმების პაკეტის ნაწილი, რომელსაც მხარს უჭერდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის საკონსტიტუციო რეფერენდუმში 2009 წლის 18 მარტს. პარტია მიიჩნევს, რომ ამ კონსტიტუციურმა ცვლილებამ დააზიანა ქვეყნის რესპუბლიკური ღირებულებები და ახლა უმნიშვნელოვანესი მიზანი არის რესპუბლიკურობის აღდგენა.[4]
პარტია იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურად დარეგისტრირდა 2020 წლის 1 სექტემბერს. 2020 წლის 4 სექტემბერს ილგარ მამედოვი შეხვდა ადალატ ვალიევს, პრეზიდენტთა ადმინისტრაციის პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.[5]
ისტორია
რედაქტირებაკონსტიტუციის თანახმად, რომელშიც 2009 წლისს რეფერენდუმის შედეგად შეიტანეს ცვლილებები, რომ პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას ერთი ადამიანი ორჯერ ან მეტჯერ, რესპუბლიკური ალტერნატიული მოძრაობის ამუშავების მიზეზი გახდა. მოძრაობამ ეს მიიჩნია როგორც რესპუბლიკის საფუძვლების დაზიანება და ღალატი. პარტია დაარსდა Facebook- ზე 2009 წელს.
ილგარ მამედოვი, რომელსაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, ისმაილში მიტინგებს ესწრებოდა. ილგარ მამადოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.
2018 წლის 7 და 8 აპრილს, ალტერნატიულმა მოძრაობამ, პირველი ეტაპის დამფუძნებელი ასამბლეა გამართა ორ ეტაპად და შექმნა რეალური პარტია. პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ილგარ მამედოვი აირჩიეს.
2018 წლის ზაფხულში, რესპუბლიკური ალტერნატიული პარტიის თავმჯდომარე ილგარ მამედოვი პირობითი ვადით პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
კონგრესი
რედაქტირებადამფუძნებელი კრება
რედაქტირებადამფუძნებელი კონგრესის ჩატარების პირველი მცდელობა განხორციელდა 2017 წლის 29 ოქტომბერს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბაქოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რესპუბლიკურ ალტერნატიულ პარტიას კონგრესის მოწყობისთვის ადგილი არ გამოუყო.
ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფმა 2017 წლის 17 დეკემბერს მიმართა მუსავატის პარტიას შტაბში ადგილის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ საჩივარზე პასუხი დადებითად მიიღო, მოგვიანებით მან უარი თქვა რესპუბლიკური ალტერნატიული მოძრაობისთვის ადგილის დათმობაზე, შტაბის დაკარგვის საფრთხის გამო.
2018 წლის მარტში რესპუბლიკურმა ალტერნატიულმა მოძრაობამ კვლავ მიმართა მთავრობას, ბაქოს ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას და კულტურის სამინისტროს. ამჯერად, საჩივარზე პასუხი ერთ თვეზე მეტხანს არ მიუღიათ.
2018 წლის 8 აპრილს პარტიის თავმჯდომარე, უმაღლესი ასამბლეის წევრები და კონტროლისა და ინსპექტირების კომისიის წევრები აირჩიეს ფარული კენჭისყრის გზით პარტიის სათაო ოფისში. ილგარ მამადოვი ხმების უმრავლესობით რესპუბლიკური ალტერნატიული პარტიის თავმჯდომარე გახდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The official web page of the Republican Alternative Movement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-04. ციტირების თარიღი: 2020-10-05.
- ↑ Ильгар Мамедов освобожден с условным сроком
- ↑ İlqar Məmmədov 7 il, Tofiq Yaqublu 5 il müddətinə azadlıqdan məhrum edilib, BBC Azərbaycanca, 17 March 2014, retrieved on 28 March 2016
- ↑ Respublikaçı Alternativ Partiyası təsis qurultayını Facebook-da keçirib, report.az, published 9 April 2018, retrieved 11 April 2018
- ↑ "REAL Partiyasının sədri PA-nın şöbə müdiri ilə görüşüb". Aze Voice (in Azerbaijani). 5 September 2020.Archived from the original on 5 September 2020. Retrieved 5 September 2020.