რენე შმერლინგი
რენე შმერლინგი (გერმ. Rene Schmerling; დ. 5 დეკემბერი, 1901, თბილისი, — გ. 18 თებერვალი, 1967, თბილისი) — გერმანული წარმოშობის ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966).
რენე შმერლინგი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 (18) დეკემბერი, 1901 ან 1901[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 18 თებერვალი, 1967 ან 1967[1] |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ხელოვნებათმცოდნე |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაქართული ხელოვნების მკვლევარი რენე შმერლინგი დაიბადა 1901 წლის 5 დეკემბერს. იყო ფერმწერისა და გრაფიკოსის ოსკარ შმერლინგის ქალიშვილი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 1941 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. მან ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ.
რენე შმერლინგი იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს და ქართულ ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები — გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. მის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში.[2]
რენე შმერლინგი ცნობილი იყო როგორც ექსლიბრისის კოლექციონერი. 2013 წელს თბილისში შედგა რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა, რომელიც მოიცავს ორ ასეულზე მეტ ქართული, სომხური, რუსული და ევროპული ექსლიბრისის საუკეთესო, უნიკალურ ნიმუშებს — XIX საუკუნიდან XX საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით.[3]
ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი ასე ახასიათებდა შმერლინგის მოღვაწეობას:[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Identifiants et Référentiels — ABES, 2011.
- ↑ ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 14.
- ↑ რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა გაიმართა
- ↑ ტომით უცხო და გულით ქართველი ქალბატონი-რენე შმერლინგი