რენე იგიტა
კოლუმბიელი ფეხბურთელი
ხოსე რენე იგიტა საპატა (ესპ. José René Higuita Zapata; დ. 27 აგვისტო, 1966, მედელინი, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი, მეკარე, მეტსახელად „შეშლილი“ (ესპ. El Loco). ცნობილი იყო თავისი განსხვავებული თამაშის სტილით. ახასიათებდა საკუთარი პოზიციის დატოვება და როგორც ბურთის ართმევაზე თამაში, ასევე, დრიბლინგით წინ გაჭრაც.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსე რენე იგიტა საპატა | ||
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1966 | ||
დაბადების ადგილი | მედელინი, კოლუმბია | ||
სიმაღლე | 176 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1985 | მილიონარიოსი | 16 | (7) |
1986–1992 | ატლეტიკო ნასიონალი | 112 | (1) |
1992 | რეალ ვალიადოლიდი | 15 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
1987–1999 | კოლუმბია | 68 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იგიტას თამაშის სტილი პირველად ფართო აუდიტორიამ იხილა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით იგიტა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში საუკეთესო მეკარეთა შორის მე-8 ადგილს იკავებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- International statistics
- FIFA interview with René Higuita დაარქივებული 2014-08-26 საიტზე Wayback Machine.
- BBC SPORT Tim Vickery The legacy of Rene Higuita
- * Datos y curiosidades sobre Higuita en espanol
- René Higuita clips: Part 1; Part 2; Part 3; Part 4