რენარს კაუპერსი (ლატვ. Renārs Kaupers, დაიბადა 1974 წლის 1 სექტემბერს, ელგავაში) — ლატვიური როკ-ჯგუფ Brainstorm-ის ლიდერი და ვოკალისტი.

რენარს კაუპერსი

რენარს კაუპერსი 2015 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რენარდ ისიდორის ძე კაუპერსი
აგრეთვე ცნობილი როგორც Reynard Cowper
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი, 1974 (1974-09-01) (50 წლის)
დაბ. ადგილი ელგავა, ლატვიის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი როკი
პოპ-როკი
ბრიტ-პოპი
საქმიანობა მომღერალი
საიტი brainstorm.lv
რენარს კაუპერსი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

რენარს კაუპერსი დაიბადა 1974 წლის 1 სექტემბერს, ელგავაში, ისიდორ და მუდიტე კაუპერების ოჯახში.

1996 წელს კაუპერსმა დაამთავრა ლატვიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით.

2000 წელს Brainstorm-მა მესამე ადგილი დაიკავა ევროვიზიაზე სიმღერით «My Star». 2003 წელს კაუპერსი ევროვიზიის შემდეგი ფესტივალის გამარჯვებულთან, მარია ნაუმოვასთან ერთად იყო ევროვიზიის წამყვანი რიგაში, ხოლო 2005 წელს წაიყვანა ტელეშოუ Congratulations, ევროვიზიის 50-ე იუბილესთან დაკავშირებით.

კაუპერსი გადაიღეს კინოში. 2000 წელს მან მთავარი როლი ითამაშა იანის სტრეიჩის ფილმში და ამ როლისთვის მიიღო ლატვიის უმაღლესი კინოპრემია, როგორც ლატვიის წლის მსახიობმა. მან აგრეთვე ითამაშა მეორეხარისხოვანი როლი ფილმში „გეორგი“ რომელიც ოპერის მომღერალ გეორგ ოტსზეა გადაღებული 2006 წელს.

2005 წელს კაუპერსი დაჯილდოვებულ იქნა ესტონური თეთრი ვარსკვლავის ორდენით.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1995 წლიდან რენარსი დაქორწინებულია სტილისტ აგნესა კაუპერსზე (დაბ. 1977). მათ სამი შვილი ჰყავთ — ტყუპები ედგარსი და ემისი, რომლებიც 1995 წლის 8 სექტემბერს დაიბადნენ, და აარონსი, (დაბ. 2011).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება