რეიჰან თოფჩუბაშოვა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რეიჰან იბრაჰიმ ყიზი თოფჩუბაშოვა (აზერ. Reyhan İbrahim qızı Topçubaşova) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მხატვარი. აზერბაიჯანის სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

რეიჰან თოფჩუბაშოვა
დაიბადა 15 დეკემბერი, 1905(1905-12-15)
დაბადების ადგილი ყუბა
გარდაიცვალა 5 მარტი, 1970(1970-03-05) (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
ჟანრი პეიზაჟი და პორტრეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რეიჰან იბრაჰიმ ყიზი ახუნდოვა 1905 წლის 15 დეკემებერს ქ. ყუბაში დაიბადა. 1931-1935 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდა. 1943 წლიდან 1945 წლამდე აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.[1]

ქმნიდა პორტრეტებს („მ. ა. საბირი“, „გ. ალმასზადე“ და სხვ.), ფერწერულ ტილოებს ყოფით თემებზე („ძველი ბაზარი“, „ქორწილი“, „„ქუჩა“ და სხვ.), პეიზაჟებს („ქალწულის კოშკი“, „ზღვა“, „ხედი მარდაკიანზე“ და სხვ.), აგრეთვე სიუჟეტურ კომპოზიციებს („ჰანლარის საფლავზე“, „1920 წლის ბაქოს საბჭოს სადღესასწაულო შეკრება“ და სხვ.) და ნატურმორტებს. თოფჩუბაშოვას პეიზაჟებში განსაკუთრებული ადგილი აფშერონის ნახევარკუნძულის ბუნებას უკავია. იგი სიმღერისა და ცეკვის ხალხური ანსამბლებისათვის ესკიზებს ქმნიდა.[1]

1943 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

თოფჩუბაშოვა 1970 წლის 5 მარტს, ბაქოში, თავისი ვაჟის იბრაჰიმის გარდაცვალებიდან 12 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მან შვილის დაღუპვა ვერ გადაიტანა.[2]

  1. 1.0 1.1 Топчубашова (азерб.) // Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Б.: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1986. — C. IX. — S. 317.
  2. Микеладзе Г.. (2007)Останутся всегда творящий разум и любовь живая. Азербайджанские известия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-04. ციტირების თარიღი: 2022-02-22.