სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაბაძე.

რეზო კაკაბაძე (დ. 9 მარტი, 1932, თბილისი — გ. 19 თებერვალი, 1994) — ქართველი მხატვარი, პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953 წელს დაამთავრა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, ხოლო 1959 წელს — თბილისის სამხატვრო აკადემია. აკადემიის დამთავრების შემდეგ უჩა ჯაფარიძის ასისტენტი იყო, მონაწილეობას იღებდა აკადემიის ყოველწლიურ საკონკურსო გამოფენებში. სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. იყო აკადემიის ფეწერის კათედრის დოცენტი. სხვადასხვა დროს, 1980–1984 წლებში მისი გამოფენები მოეწყო იუგოსლავიაში, ბულგარეთსა და პარიზში. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე, აკადემიის ფერწერის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება