რეზა აბასი
რეზა აბასი (დაახ. 1575 — გ. 1635, ქაშანი) — ირანელი მინიატურების მხატვარი. ისპაჰანის სამინიატურო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.
რეზა აბასი | |
---|---|
დაიბადა | დაახ. 1575 |
დაბადების ადგილი | ქაშანი |
გარდაიცვალა | 1635 |
გარდაცვალების ადგილი | ქაშანი, ირანი |
ეროვნება | სპარსი |
სფერო | ფერწერა |
მიმდინარეობა | ისპაჰანის სამინიატურო სკოლა |
რეზა აბასი მოღვაწეობდა შაჰ-აბას I-ის დროს. ხატავდა ჟანრულ სცენებსა და პორტრეტებს (მათ შორის მწყემსებისა და გლეხებისასაც), იშვიათად ილუსტრაციებს. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია პოეტურობა, რბილი და დახვეწილი ნახატი, ფიგურათა შინაგანი დაძაბულობა, ნაზი ტონალობა, შეკრული კომპოზიცია, ზოგჯერ მკვეთრი კონტური.
რეზა აბასის ნამუშევრები გაფანტულია მსოფლიოს მრავალ მუზეუმში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 337.