რევაზ ჯაფარიძის ქუჩა
რევაზ ჯაფარიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ზემო ვერე); გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50–იან წლებში. ადრე ზემო ვაკის ქუჩა ერქვა. 2002 წელს რევაზ ჯაფარიძის ქუჩა ეწოდა. აქვს 1 გასასვლელი, 2 შესახვევი და 1 ჩიხი.
რევაზ ჯაფარიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | ზემო ვერე |
წინა სახელები | ზემო ვაკის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 212, ISBN 978-99928-20-35-3.