ზემო ვერე
ზემო ვერე — მიკროუბანი თბილისში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, მთაწმინდის ქედის ფერდობზე (მთაწმინდის რაიონი), იაკობ გოგებაშვილის და გურამ რჩეულიშვილის ქუჩებისა და ვერის ახალი სასაფლაოს მიდამოები. მისი ადრინდელი სახელია „ვარდისუბნის მთა“, „ვარდიგორა“. სახელწოდება მიიღო აქ გავრცელებული ასკილის ბუჩქნარის გამო. XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე დაერქვა „სემიონოვკა“. ეს სახელი უკავშირდებოდა ამ ადგილებში დისლოცირებულ „სემიონოვსკის“ პოლკს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 80, ISBN 978-99928-20-35-3.