რევაზ ჩოჩიევი
რევაზ ჩოჩიევი (დ. 7 მაისი, 1906, ორთეუ — გ. უცნობია) — ოსი მწერალი და მთარგმნელი. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1930 წლიდან. მისი ნაწარმოებების თემა იყო ოსური სოფელი, დიდი სამამულო ომი. თარგმნა ჩეხოვის, ფრანკოს, ყაზბეგის ნაწარმოებები.
ნაწარმოებები
რედაქტირება- მოთხრობების კრებული „მოგზაურობა დაღესტანში“, 1938
- რომანი „ოვნება“, 1940
- პიესა „ჯადოსნური ძალა“
- რომანი „ბედნიერება“, 1958
- რომანი „ქარიშხალი“, 1971
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 150.