რეგრესია (გეოლოგია)
რეგრესია (ლათ. regressio – უკუსვლა, უკან დახევა) — გეოლოგიური პროცესი, რომელსაც მოყვება ზღვის უკან დახევა, რომლის მიზეზია: ხმელეთის აზევება; ოკეანის ფსკერის დაწევა ან ოკეანურ აუზში წყლის მოცულობის შემცირება (მაგ.: გამყინვარების ეპოქებში). რეგრესია დედამიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობის შედეგია. გეოლოგიური ისტორიის მანძილზე იგი მრავალგზის მოხდა დედამიწის სხვადასხვა რაიონში. რეგრესია შავ ზღვაზეც არის დაფიქსირებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 326.