რეგისტანის უდაბნო

რეგისტანის უდაბნო — ექსტრემალურად მშრალი რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში, ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებს შორის. მისი ფართობი დაახლოებით 40 000 კმ²-ია. უდაბნო ძირითადად წითელი ქვიშისაგან შედგება, დიუნების სიმაღლე 30 მეტრს აღწევს. ტერიტორია მეჩხერადაა დასახლებული ბალუჩისა და პუშტუნების მომთაბარე ხალხებით. უდაბნოს გარს აკრავს სასოფლო-სამეურნეო არეალები.[1]

1998 წლის უმკაცრესი გვალვის გამო, რეგისტანი დატოვა 100 000-მა მომთაბარე ადამიანმა.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება