რებეკა ფერგიუსონი

შვედი მსახიობი

რებეკა ფერგიუსონი (შვედ. Rebecca Ferguson; დ. 19 ოქტომბერი, 1983, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი მსახიობი[1]. სახელი გაითქვა ფილმში „უდიდესი შოუმენი“ შესრულებული ჯეინი ლინდის, ასევე მინი-სერიალში „თეთრი დედოფალი“ შესრულებული ელიზაბეთ ვუდვილისა და ფილმში „ბავშვი, რომელიც მეფე გახდება“ შესრულებული მორგანას როლით. ელიზაბეთ ვუდვილის როლისათვის 2013 წელს მას ოქროს გლობუსის ჯილდო გადაეცა.

რებეკა ფერგიუსონი
დაბადების თარიღი 19 ოქტომბერი, 1983
სტოკჰოლმი, შვედეთი
ეროვნება შვედი
მოქალაქეობა შვედეთი, გაერთიანებული სამეფო
ეთნიკურად შვედი, ინგლისელი, ირლანდიელი, შოტლანდიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999-დღემდე
მეუღლე(ები) ლუდვიგ ჰოლბერგი
რორი
შვილ(ებ)ი 2

ბავშვობა და განათლება რედაქტირება

რებეკა ფერგიუსონი დაიბადა 1983 წლის 19 ოქტომბერს სტოკჰოლმში, შვედეთში. მისი სრული სახელია რებეკა ლუიზა ფერგიუსონ სიუნდსტრომი. დედამისი, როუზმარი ფერგიუსონი ინგლისელია და გაერთიანებული სამეფოდან შვედეთში 25 წლის ასაკში გადასახლდა[2]. მამამისი შვედია[3]. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ერთი ბებია ირლანდიელია, ხოლო ერთი ბაბუა შოტლანდიელი.[4]

მისი პირველი ენა შვედურია, თუმცა მოგვიანებით მაღალ დონეზე ისწავლა ინგლისურიც[5].

ფერგიუსონი ბავშვობიდან ცეკვავს. მან იცის ბალეტი, ტანგო, სტიტ-ფანკი, ჯაზი და ტაპ-დანსინგი[6]. 1999 წელს მან დაამთავრა ადოლფ ფრედრიკის სახლობის სტოკჰოლმის მუსიკალური სკოლა[6].

სტუდენტობის პერიოდში თავის სარჩენად იგი მუშაობდა ძიძად, საიულველირო მაღაზიაში, ფეხსაცმლის მაღაზიასა და კორეულ რესტორანში[7].

კარიერა რედაქტირება

ფერგიუსონის სამსახიობო კარიერა 1999 წლიდან იწყება. მისი დებიუტი სერიალ „ნია ტიდერში“ შესრულებული ანა გრიპელჰაიმის როლით შედგა[7]. იგი ზედიზედ 54 სერიაში მონაწილეობდა. სერიალის გადაღებები 2000 წელს დასრულდა. რამდენიმე პატარა როლის შემდეგ, 2004 წელს იგი ამანდას როლზე დაამტკიცეს ფილმში „მკვლელი მოჩნვენება“.

2013 წელს იგი ზედიზედ სამ სერიალში გადაიღეს, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრიტანული მინი-სერიალი „თეთრი დედოფალი“[8], რომელიც ვარდების ომის ეპოქას ასახავს, რებეკა კი ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილს განასახიერებს[9]. ამ როლმა მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუპოვა. ამავე როლისათვის მან ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო[10].

2014 წელს ფილმში „ჰერკულესი“ გადაიღეს ერგენიას როლში. ფილმი ძველი ბერძნული მითოსის გმირ ჰერაკლეზე მოგვითხრობს. 2017 წელს იგი თავის მესამე დიდ როლზე დაამტკიცეს ფილმში „უდიდესი შოუმენი“, სადაც მან ჯენი ლინდის როლი მოირგო. იმავე წელს იაკობის ქალიშვილ დინას როლზე გადაიღეს სერიალში „წითელი კარავი“.

2019 წელს იგი მორგანას განასახიერებდა ფილმში „ბავშვი, რომელიც მეფე გახდება“. ამას 2020 წელს მოჰყვა ფილმ „Dune-ში“ მიღებული ლედი ჯესიკას როლი[11]. 2021 წლისთვის იგი უკვე დამტკიდებულია ილსა ფაუსტის როლზე ფილმში „მისია: შეუძლებელი 7“.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2005 წელს რებეკა ცოლად გაჰყვა ლუდვიგ ჰოლბერგს, რომლისგანაც 2007 წელს ვაჟი გააჩინა. ამის შემდეგ წყვილი შვედეთის სამხრეთ სანაპიროზე გადასახლდა, ქალაქ სიმრისჰამში. 2015 წელს ლუდვიგი და რებეკა განქორწინდნენ[12].

2018 წელს ფერგიუსონმა თავისი მეორე ფეხმძიმობა დააანონსა უცნობი პარტნიორისაგან[13]. 2019 წლის იანვარში მან გოგონა გააჩინა, რასაც მეორე ქორწინება მოჰყვა[14]. ამის შემდეგ ის და მისი ახალი მეუღლე ლონდონში დასახლდნენ[15].

სქოლიო რედაქტირება

  1. Sigander, Miranda (13 December 2013). "Rebecca Ferguson laddar för gala". Göteborgs-Posten (in Swedish). Archived from the original on 2 April 2015. Retrieved 13 December 2013.
  2. Clark, Caren (12 June 2013). "Rebecca: 'I'm a commoner who becomes the White Queen'". What's on TV.
  3. Farley, Christopher John (19 October 2013). "'The White Queen' Finale Is Just the Start for Star Rebecca Ferguson". Speakeasy.
  4. Scanlon, Anne Marie (9 October 2017). "Snowman star melts our hearts". Independent.ie. Archived from the original on 28 January 2018. Retrieved 28 January 2018.
  5. "Interview Extra – Rebecca Ferguson, The White Queen". TV Choice Magazine. 11 June 2013. Archived from the original on 11 July 2016. Retrieved 28 January 2018.
  6. 6.0 6.1 "Interview – Rebecca Ferguson for Mission Impossible Rogue Nation დაარქივებული 2016-04-05 საიტზე Wayback Machine. ". Irish Examiner. 31 July 2015. Retrieved 24 March 2016.
  7. 7.0 7.1 "Rebecca Ferguson: 'Not being recognised suits me'". The Guardian. 13 October 2019.
  8. "Starz Orders Historical Drama Based on Philippa Gregory's 'Cousins of War' Book Trilogy". Hollywood Reporter. 9 April 2012. Retrieved 7 September 2012.
  9. "Media Centre – The White Queen, a new ten-part drama for BBC One დაარქივებული 2017-11-24 საიტზე Wayback Machine. ". BBC. 31 August 2012. Retrieved 7 September 2012.
  10. "Golden Globes 2014: The complete list of nominees and winners". Los Angeles Times. 12 January 2014. Retrieved 30 July 2018.
  11. Kit, Borys (5 September 2018). "Rebecca Ferguson in Talks to Star in Denis Villeneuve's Dune". The Hollywood Reporter. Retrieved 16 January 2019.
  12. "Rebecca Ferguson om separationsryktet: "Den frågan skippar vi დაარქივებული 2017-06-14 საიტზე Wayback Machine. "". Hant.se (in Swedish). 4 September 2015. Retrieved 26 January 2018.
  13. "Svenska Hollywoodstjärnan Rebecca Ferguson har fött en dotter i hemlighet დაარქივებული 2018-07-29 საიტზე Wayback Machine. ". Hant.se (in Swedish). 28 May 2018. Retrieved 29 July 2018.
  14. "Rebecca Ferguson is Married!". ExtraTV. 23 January 2019. Retrieved 23 January 2019.
  15. "Rebecca Ferguson: "Jag lever i två olika världar"". Moviezine (in Swedish). 8 December 2018. Retrieved 16 January 2019.