ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რეა სილვია - რომაულ მითოლოგიაში რომის ლეგენდარული დამაარსებლის რომულუსის დედა.

"მარსი და რეა სილვია", პეტერ პაულ რუბენსი

რეა სილვია იყო ალბა-ლონგას მეფის ნუმიტორის ასული. როდესაც ნუმიტორს ძალაუფლება მისმა უმცროსმა ძმამ ამულეუსმა წაართვა, მან რეა სილვია ვესტას ქურუმი გახადა, რათა მას არ ყოლოდა ჩამომავლობა. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეა_სილვია“-დან