რეალ სარაგოსა (საფეხბურთო კლუბი)
„რეალ სარაგოსა“ (ესპ. Real Zaragoza) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1932 წელს, არაგონის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ სარაგოსაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ლა რომარედაზე, რომელიც 34 596 მაყურებელს იტევს.
სრული სახელი | Real Zaragoza, S.A.D. | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
სარაგოსელები (ესპ. Los Maños), პატარა თეთრები (ესპ. Los Blanquillos) | |||
დაარსდა | 1932 | |||
სტადიონი |
ლა რომარედა სარაგოსა, არაგონი (ტევადობა: 34,596 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | კრისტიან ლაპეტრა | |||
მწვრთნელი | სესარ ლაინესი | |||
ლიგა | სეგუნდა დივიზიონი | |||
2018/19 | მე-15 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბმა ისტორიის დიდი ნაწილი გაატარა პრიმერა დივიზიონში. 6-ჯერ გახდა ესპანეთის თასის გამარჯვებული და 1994-95 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის მფლობელი. კლუბის ტრადიციული ფერები არის თეთრი მაისურები და გეტრები, მუქი ლურჯი შორტებით.
2007 წლის სამთავრობო კვლევის მიხედვით, კლუბის მხარდამჭერებს შეადგენდნენ ესპანეთის მოსახლეობის 2.7%, რაც მე-7 იყო მაჩვენებლით.[1]