რგო (ხელყუმბარა)
ხელყუმბარა რგო (Ручная Граната Оборонительная - РГО) — თავდაცვითი ქვეითსაწინააღმდეგო დარტყმით-დისტანციური ხელყუმბარა.
ხელყუმბარა რგო | |
---|---|
ტიპი | ხელყუმბარა |
წარმომავლობის ქვეყანა |
სსრკ რუსეთი |
მახასიათებლები | |
წონა | 0.530 |
სიგრძე | 113 |
დიამეტრი | 61 |
განკუთვნილია ცოცხალი ძალის დასაზიანებლად თავდაცვით ბრძოლაში. მიზნამდე ხელყუმბარა აღწევს მხოლოდ ჯარისკაცის ხელით გატყორცნით[1].
ხელყუმბარის ნამსხვრევებით დაზიანების რადიუსია 50 მეტრი, შესაძლო დაზიანების რადიუსი 100 მეტრი. საერთო ჯამში ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით ფ-1 (Ф-1) ტიპის ხელყუმბარის მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავებით გააჩნია კომბინირებული დარტყმით-დისტანციური ამფეთქი.
ხელყუმბარის აფეთქება ხორციელდება ყუმბარის ზედაპირთან შეხვედრისას. ამ ტიპის ხელყუმბარის ამფეთქისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ნაწილით შეხვდა ყუმბარა ზედაპირს, არ აქვს მნიშვნელობა ზედაპირის განლაგებას (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი). ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა ესაა ზედაპირთან შეხვედრისას ყუმბარის დამუხრუჭების სიჩქარე. წყლის ან ფხვიერი თოვლის ზედაპირთან დაჯახებისას შესაძლოა ამფეთქი არ ამოქმედდეს.
ყუმბარმტყორცნელის უსაფრთხოების გასაზრდელად და ყუმბარმტყორცნელისგან ახლო მანძილზე ხელყუმარის წინაღობასთან შემთხვევითი შეხვედრისას აუფეთქებლობის უზრუნველსაყოფად ამფეთქი შეყენდება მხოლოდ 1.3-1.8 წამის შემდეგ მას შემდეგ რაც ჩამოშვებულ იქნება დამცავი ბერკეტი (ხელყუმბარა გატყორცნილია). ანუ თუ ხელყუმბარა ამ დროს რამეს დაეჯახება მყისიერი აფეთქება არ მოხდება.
თუ დამცავი ბერკეტის ჩამოშვებიდან 3.2-4.2 წამის შემდეგ არ განხორციელდება ხელყუმბარის აფეთქება დარტყმითი მოქმედების ამფეთქისგან, მაშინ ხდება ხელყუმბარის თვითგანადგურება აფეთქებით. ამ ასპექტში ყუმბარის მოქმედება ანალოგურია ფ-1, რგ-42, რგდ-5 ტიპის ხელყუმბარებისა.
მარტივად რომ ვთქვათ, ამ ხელყუმბარა „რგოს“ მოქმედება ძველი ხელყუმბარების მსგავსია, თუმცა ერთი განსხვავებით — თუ გატყორცნის მომენტიდან 1.3-1.8 — 3.2-4.2 წამებს შორის მოხდება ყუმბარის დაჯახება ზედაპირთან, ამ შემთხვევაში ამოქმედდება დარტყმითი ამფეთქი და მოხდება ხელყუმბარის დეტონაცია.
საბრძოლო ხელყუმბარა იღებება მოზეთისხილო-მონაცრისფრო ფრად. სასწავლო-იმიტაციური ხელყუმბარა იღებება შავ ფრად.
ტექნიკურ ტაქტიკური მახასიათებლები | |
---|---|
ყუმბარის ტიპი | ქვეითსაწინააღმდეგო თავდაცვითი დარტყმით-დისტანციური მსხვრევადი ხელყუმბარა |
თვითგანადგურების დრო | 3.2-4.2 წმ |
შორი შეყენების დრო | 1.3-1.8 წმ |
მიზნამდე მიღწევის მეთოდი | მხოლოდ ხელით გატყორცნა[2] |
მიზნამდე მიღწევის მეთოდი | დაჭიმვითი მოქმედების ასამუშავებელი მოწყობილობა“, „მახე“. |