რბილტანიანასებრნი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რბილტანიანასებრნი (ლათ. Cantharidae), ხოჭოების ოჯახი. აქვთ რბილი საფარველები, მათ შორის რბლი ზედა ფრთები. მათი სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 15 მმ აღწევს. უფრო ხშირად ძაფისებრი ულვაშები აქვთ. მტაცებლები არიან. მატლიც მტაცებელია, ახასიათებს ნაწლავის გარეშე მონელება — ნადავლს ბასრი ყბებით იჭერს, შიგ ფერმენტებს უშვებს და დარბილების შემდეგ შეიწოვს. მოზამთრე მატლები თბილ დღეებში თოვლზე გამოდიან. ოჯახში 3500 სახეობაა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 52 სახეობა, მათ შორის პურის ხოჭო (რომელიც აზიანებს პურის, ქერისა და შვრიის მარცვლებს) და ციცინათელა.

რბილტანიანასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  რბილტანიანასებრნი
ლათინური სახელი
Cantharidae

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 8, გვ. 316, თბ., 1984