რაშიდა ჯოუნსი
რაშიდა ლეაჰ ჯოუნსი (ინგლ. Rashida Leah Jones;[1] დ. 25 თებერვალი, 1976)[2][3] — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი. ცნობილია ენ პერკინსის შესრულებული როლით, რომელიც „NBC“-ის კომედიურ სერიალში, – „პარკები და დასვენების ზონები“-ში (2009-2015) ითამაშა..
რაშიდა ჯოუნსი | |
---|---|
ჯოუნსი 2017 წელს, Peabody Awards-ზე. | |
დაბადების სახელი | რაშიდა ლეაჰ ჯოუნსი |
დაბადების თარიღი |
25 თებერვალი, 1976 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი |
აქტიური | 1997-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი |
მარკ რონსონი (2002-2004) ეზრა კოენიგი(2015-დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები |
მამა: კუინსი ჯონსი დედა: პეგი ლიპტონი |
ჯოუნსი 2000–2002 წლებში „Fox“-ის დრამატულ სერიალში „Public Boston“ ლუიზა ფენის როლს თამაშობდა, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლამდე — „NBC“-ის კომედიურ სერიალ „ოფისი“-ში კარენ ფილიპელის როლს. 2016 წლიდან 2019 წლამდე მონაწილეობას იღებდა „TBS“-ს კომედიურ სერიალში „ენჯი ტრაიბეკა“.
ჯოუნსის ცნობადობა რამდენიმე ფილმში გადაღებულმა როლმაც მოუტანა, მათ შორისაა შემდეგი ფილმები: „მიყვარხარ ძმაო“ (2009), „სოციალური ქსელი“ (2010), „ჩვენი იდიოტი ძმა“ (2011), „მაპეტები“ (2011), „სელესტა და ჯესი სამუდამოდ“ (2012), „დამპლური თამაშები: შეგრჩა“ (2018). მას „სათამაშოების ისტორიები 4“-ის ისტორიის დაწერაში მონაწილეობა აქვს მიღებული.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Unqualified Advice: Rashida Jones (Holiday Edition). The Tonight Show Starring Jimmy Fallon (November 27, 2014). ციტირების თარიღი: May 29, 2019.
- ↑ Lipton, Peggy; Dalton, Coco (April 1, 2007) Breathing Out. St. Martin's Press. ISBN 9781429906616. ციტირების თარიღი: November 14, 2018.
- ↑ „Monitor“. Entertainment Weekly (1248). March 1, 2013. p. 25.