რაულ ეშბა (აფხ. Раул Ешба; დ. 1931[1] — გ. 27 სექტემბერი, 1993) — აფხაზი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი.

ბიოგრაფია რედაქტირება

რაულ რაჟდენის ძე ეშბა დაიბადა 1931 წელს. იყო სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თბომეურნეობის უფროსი. 1991 წლის 29 სექტემბერს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად ქ. სოხუმის #9 საარჩევნო ოლქში.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დახვრიტეს სეპარატისტებმა ჟიული შარტავასთან, გურამ გაბესკირიასთან და ალექსანდრე ბერულავასთან ერთად.

მისი და სხვა დახვრეტილების საფლავები 2017 წლამდე უცნობი იყო.[2] მისი ცხედარი, უზენაესი საბჭოს შენობის სხვა მცველებთან ერთად, 2017 წელს თბილისში გადმოასვენეს. [2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გაზ. აფხაზეთის ხმა, #145, 12 სექტემბერი, 1991 წელი
  2. 2.0 2.1 დაბრუნება სოხუმიდან 24 წლის შემდეგ